2019 წლის მარტში გამოცხადა კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად, ალკალას უნივერსიტეტში, ესპანეთი!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე და მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს ბიზნესის სკოლიდან.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ალკალას უნივერსიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებით, შემოდგომის სემესტრს ალკალას უნივერსიტეტში გაატარებს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის სტუდენტი, დიანა ზამბახიძე!