GAU-ს ხუთი სტუდენტი ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიანტი გახდა
ხუთშაბათი, 20 დეკემბერი, 2018
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შესარჩევი კომისიისა და ლაკვილას უნივერსიტეტის (იტალია) გადაწყვეტილებით 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიები მოიპოვა GAU-ს ხუთმა სტუდენტმა! ესენი არიან:
- მარიამ ტყავაძე - ბიზნესის სკოლა, ბაკალავრიატი
- ქეთევან ზაქარიაძე - ბიზნესის სკოლა, ბაკალავრიატი
- გიორგი გიორგობიანი - ბიზნესის სკოლა, ბაკალავრიატი
- ლადო წივწივაძე - ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა, ბაკალავრიატი
- ბადრი გოგილაშვილი - ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა, მაგისტრატურა
აღსანიშნავია, რომ ლაკვილას უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტებისთვის გამოცხადებული იყო სულ 7 ადგილი, რომლისთვისაც ექვსი უნივერსიტეტის კანდიდატები იბრძოდნენ საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული 7 ადგილიდან 5 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოიპოვეს!
ვულოცავთ მარიამს, ქეთის, გიორგის, ლადოს და ბადრის და წარმატებებს ვუსურვებთ დასახული მიზნების მიღწევაში. სამხრეთ იტალიისკენ ისინი უკვე იანვარში გაემგზავრებიან.