თავისუფლება და მრავალფეროვნება ეს ის ღირებულებებია, რომელზეც დგას ევროპული გაერთიანება. მისკენ სწრაფვა კი, ჩვენი გააზრებული, პრაგმატული და კანონზომიერი არჩევანია.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტების დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University-ის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University -ის სტუდენტებიც არიან, GAU European Study Trip-ის ფარგლებში ევროკავშირის ყველაზე გავლენიან სტრუქტურებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ (27-31 მარტი, 2023).
European Study Trip-ის საწყის ეტაპზე, სტუდენტები EEAS (European External Action Service)-ს ესტუმრნენ, სადაც მათ EEAS-ის უფროსი მრჩეველი, Adrianus KOETSENRUIJTER და სტრატეგიული კომუნიკაციების ოფიცერი Uldis Elksnitis შეხვდნენ, ვიზიტზე განიხილეს EEAS-ის როლი ევროკავშირში და ინფორმაციის მანიპულირებასთან გამკლავების საკითხები.
ევროკომისიაში გამართული შეხვედრების ფარგლებში კი, Simon Stermann-მა და Lukac Vesely-მ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი სტუდენტების აქტიური ჩართულობით მიმოიხილეს.
GAU-ს ვიზიტი კაცობრიობის ყველაზე გავლენიანი გაერთიანების ოფიციალურ სტრუქტურებში გრძელდება, სტუდენტები მიმდინარე კვირაში შეხვდებიან European Parliament-ის, European Commission-ის და NATO headquarter-ის წარმომადგენლებს.