ქართულ-ამერიკულმა უნივერსტეტმა საქართველოში პლატფორმის ეკონომიკის კვლევის კონფერენციას უმასპინძლა, 20 იანვარი (2023).
კვლევითი პროექტი, დაფუძნებულია ოქსფორდის ინტერნეტ ინსტიტუტის, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბერლინის სოციალური მეცნიერების ცენტრის მიერ, რომელიც კვლევის საფუძველზე ახდენს პლატფორმის ეკონომიკის საუკეთესო და აგრეთვე ყველაზე ცუდი პრაქტიკების გამოაშკარავებას.
საქართველოში კვლევას ახარციელებს სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტი, რომლის მიზანია სამართლიანი ანაზღაურების, სამართლიანი პირობების, სამართლიანი კონტრაქტების, სამართლიანი მენეჯმენტის და მშრომელთა სამართლიანი წარმომადგენლობის მიხედვით გამოავლინოს და შეაფასოს კომპანიები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოში ოპერირებადი სხვადასხვა პლატფორმის (კომპანიების) ხელმძღვანელი პირები, დასაქმებულთა წარმომადგენლები, საკითხით დაინტერსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
გარდა ამისა შეხვედრას ესწრებოდა შრომის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.