გასულ კვირას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტები ქართლს ეწვივნენ. სტუდენტებმა მოინახულეს უფლისციხე, ატენისი სიონი, ჯვარი და სვეტიცხოველი.
გასვლითი აქტივობები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ახალი უერთიერთობების ჩამოყალიბება-გაღრმავებაში, GAU-ს ელჩების მიზანი სწორედ GAU-ს დიდი ოჯახის ახალი წევრების გაცნობა და მათთან ერთად სასიამოვნო დღის გატარება იყო. მიზანი მიღწეულია! იმედი გვაქვს, მომავალში მსგავს გასვლით ტურებზე ვიხილავთ ყველა GAUელს, ესეთ დროს ხომ ყველაზე მეტად იგრძნობა თანაუნივერსიტეტელობა და მასთან დაკავშირებული ყველანაირი ერთობის გრძნობა.