სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს საერთაშორისო სპორტული მარათონი

GAU-ს საერთაშორისო სპორტული მარათონი

ხუთშაბათი, 27 აპრილი, 2023

აჩვენე კალენდარზე

GAUSportify - გამოხატე შენი სპორტული სულისკვეთება და გაუმრავალფეროვანდი!


ჩვენ ვაერთიანებთ მრავალფეროვნებას, ვიზიარებთ სპორტის, გუნდურობისა და საერთაშორისო სტუდენტური კავშირების მნიშვნელობას. ამიტომ შევქმენით GAU-ს საერთაშორისო სპორტული მარათონი, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთის ჩემპიონატმა 6 სხვადასხვა უნივერსიტეტის ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტები გააერთიანა.


18-22 აპრილს, სპორტულ მარათონში მონაწილეობას GAU-ს, კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის მედიცინის აკადემიის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტები იღებდნენ.


ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალში კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა Open Hearts ღირსეული მეტოქეობა გაუწია თბილისის მედიცინის აკადემიის სტუდენტებისგან შემდგარი გუნდს Hustlers, რომელიც საქართველოში პირველი საერთაშორისო ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მესამე საპრიზო ადგილი კი GAU FC-მ დაიკავა.


ვულოცავთ გამარჯვებულებს და თითოეულ მონაწილე გუნდს წარმატებულ, ენერგიულ და შეუპოვარ ასპარეზობას!


GAU-ს სპორტული მარათონი იმპულსია, GAUSportify!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა