Blockchain გალაქტიკა: ბიტკოინიდან - დემოკრატიის თოქენიზაციამდე
პარასკევი, 17 ნოემბერი, 2017
17 ნოემბერს (2017) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ინიციატივით ჩატარდა ღია ლექცია თემაზე: Blockchain გალაქტიკა: ბიტკოინიდან - დემოკრატიის თოქენიზაციამდე.
ლექციაზე საუბარი იყო:
- მეგა-ტრენდებზე ტექნოლოგიებსა და eGov სფეროში;
- ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების მიერ გაჩენილ ახალ შესაძლებლობებზე საჯარო პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში;
- ახალ ბიზნეს-მოდელზე, რომელსაც აჩენს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიები (სმარტ-კონტრაქტები, კრიპტოვალუტები, ICO, DAO) და შესაბამისს გამოწვევებზე.
ლექციას უძღვებოდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი და Innovation and Development Foundation-ის თანადამფუძნებელი, დავით კიზირია.