23 დეკემბერს (2015) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლისა და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ღია ლექცია Google Ideas-ის წარმომადგენელთან სალომე ვახტანგაძესთან და Google Developer Group Tbilisi-ის დამფუძნებელთან, ნინუცა ნანიტაშვილთან.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
- რას საქმიანობს Google Ideas?
- Google Ideas-ის სამომავლო პროექტები;
- ტექნოლოგიების როლი საზოგადოების განვითარებაში (Tech for Social Good);
- რას საქმიანობს Google Developer Group?
- Google Developer Group Tbilisi-ს სამომავლო გეგმები.