სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბი Google I/O-ზე

GAU-ს გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბი Google I/O-ზე

ხუთშაბათი, 20 მაისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

20 მაისს (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის Google Developer Student Club - GAU-ს ხელმძღვანელი, მარიამ ზენაიშვილი Google I/O-ზე სიტყვით გამოვიდა.

GAU-ს გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბი ერთადერთი კლუბია ევროპაში, რომელსაც Google I/O-ზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ჰქონდა.

მარიამმა შეხვედრაზე ისაუბრა შემდეგ საკითხებზე:

  • როგორ აერთიანებს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სტუდენტებს GAU-ს გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბი;
  • როგორ ეხმარება კლუბი სტუდენტებს სიახლეების გაგებაში, ახალი ცოდნის მიღებასა და ახალი ადამიანების გაცნობაში;
  • ღონისძიებები და კონკურსები, რომელიც კლუბის ფარგლებში დაორგანიზდა GAUს სტუდენტებისთვის და არამარტო ჩვენი სტუდენტებისთვის.

Google I/O არის ყოველწლიური კონფერენცია დეველოპერებისთვის, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საინტერესო სესიას ტექნოლოგიებზე და გუგლის საზოგადოებების შეხვედრებს.

#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა