2022 წლის 23 ივლისს გაიმართა GAU-ს გამოსაშვები საღამო. დიპლომების გადაცემის ცერემონიალზე წარმოდგენილნი იყვნენ: ბიზნესის სკოლის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის, სამართლის სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის და ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, აკადემიური პერსონალი და თანხმლები პირები. GAU წარმატებულ მომავალს უსურვებს თითოეულ კურსდამთავრებულს.