სტრატეგიული ნაბიჯი გადაწყვეტილებიდან - GAU-ს Graduation-ამდე!
რა განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, თუ არა გადაწყვეტილებები...
Graduation 2023-ის (23.07.23) მთავარი ინსპირაცია და გზავნილიც სწორედ გადაწყვეტილებები იყო, გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებ და თავადვე განსაზღვრავ, რადგან შენ ხარ შენი ცხოვრების მთავარი გმირი!
გამოსაშვებ საღამოზე სტუდენტებს სიტყვით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა, GAU-ს სკოლის დეკანებმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა და ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, მიმართა და ცხოვრებაში ეფექტური და ძლიერი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღება უსურვა.
გადაწყვეტილების წინ ყოველთვის გაიხსენე GAU, რომელიც მოგცემს ინსპირაციას, მიიღო გაბედული გადაწყვეტილებები და შექმნა უკეთესი მომავალი.