ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების საგრანტო სისმტემებში უპრეცედენტო სიახლეებია.
GAU აერთიანებს 5 სამაგისტრო პროგრამას:
- ბიზნესის ადმინისტრირება
- სამართალი
- საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
- ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები (EIGER)
- ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა
TOP გრანტი
2020 წელს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ამოქმედდა TOPგრანტი სამაგისტრო პროგრამებისთვის.
აპლიკანტები, რომლებიც საერთო სამაგისტრო გამოცდების ჯამური რეიტინგით საუკეთესო 300-ეულში მოხვდებიან და აირჩევენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს, GAU-ში ისწავლიან სრული დაფინანსებით სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული 120 კრედიტის ფარგლებში (რომელიმე საგნ(ებ)ის ხელმეორედ ან/და დამატებით არჩევის შეთხვევაში სტუდენტი დაფარავს შესაბამისი კრედიტების ღირებულებას).
* TOPგრანტი ვრცელდება ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის და ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიებისა და მართვის სამაგისტრო პროგრამებზე.
GAUგრანტი
2016 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში (GAU) ამოქმედდა GAUგრანტი სამაგისტრო პროგრამებისთვის.
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს GAUგრანტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი პრინციპით:
- თუ თქვენ GAU-ს საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ხართ, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღებთ GAUგრანტს სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;
- თუ თქვენ სხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა გაქვთ დამთავრებული, ასევე გაქვთ GAUგრანტის მოპოვების შანსი:
- თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა* უნდა აღემატებოდეს ან უდრიდეს 40-ს, იმისთვის, რომ მიიღოთ GAUგრანტი სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;
- თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა* უნდა იყოს 35-დან 40-მდე, იმისთვის, რომ GAU-სგან მიიღოთ GAUგრანტი სწავლის გადასახადის 15%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.
* რა არის საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა? საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა არის სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული კონკრეტული ქულების (გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა გამრავლებული უნივერსიტეტის მიერ მისთვის მინიჭებულ კოეფიციენტზე) ჯამი.
|
საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის გამოთვლის ნიმუში: ვთქვათ, GAU-ს მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტია 60 (15; 15; 15 და 15 თითოეულ ნაწილზე შესაბამისად) და კონკურსანტის შედეგები საერთო სამაგისტრო გამოცდაში შემდეგნაირად გადანაწილდა:
საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა ითვლება შემდეგნაირად: გამოცდის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა (მიღებული ქულა გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე) მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე (15) და ჯამდება: 15⁄19*15 + 13⁄17*15 + 13⁄18*15 + 19⁄21*15 = 11.8 + 11.5 + 10.8 + 13.6 = 47.7 |
ჩამოტვირთეთ GAUგრანტის კალკულატორი
* GAUგრანტი ვრცელდება ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის და ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიებისა და მართვის სამაგისტრო პროგრამებზე.
ახალი GAUგრანტი
2021 წელს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ამოქმედდა ახალი GAUგრანტი!
თუ თქვენს მიერ დასრულებული ბაკალავრიატის პროგრამა შეფასდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რასაც თქვენი GPA ადასტურებს, ანუ თქვენი GPA აღემატება 3,6-ს ამ შემთხვევაში GAUსგან მიიღებთ 25% ფასდაკლებას ოთხი წლის განმავლობაში.
გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტებს განსხვავებული GPA-ს დათვლის მეთოდოლოგია აქვთ, გრანტის მისაღებად საჭიროა წარმოადგინოთ თქვენი ბაკალავრიატის ხარისხის ნიშნის ფურცელი, რომ თქვენი GPA-ს გამოთვლის მეთოდოლოგია გადავიყვანოთ GAU-ს მეთოდოლოგიაზე. ამ პროცესში დაგეხმარებიან ჩვენი აკადემიური მენეჯერები. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ კალკულატორით.
*ახალი GAUგრანტი ვრცელდება ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის და ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიებისა და მართვის სამაგისტრო პროგრამებზე.
ჩამოტვირთეთ ონლაინ კალკულატორი
სპეციალური დაფინანსება
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.
* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
|