ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა 2026 წლის 27 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით წარმატებით უმასპინძლა მე-5 საერთაშორისო კვირეულს - Staff Week 2026, რომელმაც 30 ქვეყნის 60-მდე მონაწილე გააერთიანა. წლევანდელი კვირეულის მთავარი თემა იყო „Leadership Matters: Mission, Vision, Values."
კვირეულის მთავარ მოვლენას წარმოადგენდა პანელური დისკუსია თემაზე „Education as Soft Power: Role of Universities in International Relations," რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, პოლონეთისა და გერმანიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს უნივერსიტეტების სტრატეგიული როლი ქვეყნის იმიჯის ფორმირებასა და ცოდნის საერთაშორისო გავლენის წყაროდ გარდაქმნაში.
პროგრამის ფარგლებში გაიმართა ვორქშოფიც - „Stop Leading, Start Integrating: A Radical Path to Academic Resilience," რომელსაც GAU-ს ბიზნესის სკოლის პროფესორი დინა ასლამაზიშვილი უძღვებოდა. სესიაზე განხილული იქნა აკადემიური სფეროს თანამედროვე გამოწვევები, მათ შორის ლიდერობის მოდელის ტრანსფორმაცია და სტუდენტებთან კავშირის შენარჩუნება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
საერთაშორისო სტუმრებისთვის ორგანიზებული იყო კულტურული აქტივობებიც, მათ შორის გასვლითი ღონისძიება Giuaani-ს მეურნეობაში, სიღნაღისა და ძველი თბილისის დათვალიერება, რაც საქართველოს კულტურისა და ტრადიციების გაცნობას ემსახურებოდა.
International Staff Week 2026-მა მრავალი ახალი ინიციატივის საფუძველი ჩაუყარა სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობას - რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს GAU-ს ერთგულებას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობისადმი, რომელიც ხელს უწყობს როგორც უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო სივრცეში.