სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს მოწვეული პროფესორის ვიზიტი საერთაშორისო სიმპოზიუმზე, თურქეთში!

GAU-ს მოწვეული პროფესორის ვიზიტი საერთაშორისო სიმპოზიუმზე, თურქეთში!

სამშაბათი, 31 ოქტომბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

2023 წლის 27-28 ოქტომბერს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის მოწვეულმა პროფესორმა, მეცნიერებათა დოქტორმა, ცირა ბარბაქაძემ, მონაწილეობა მიიღო თურქეთის ქ. დუზჯეს უნივერსიტეტისა, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და დუზჯეს ქართული კულტურის ასოციაციის თანაორგანიზებითა გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმში  - ,,თურქულ-ქართული კულტურული ურთიერთობები“ – როგორც მეცნიერმა და როგორც პოეტმა.

სიმპოზიუმი მიეძღვნა დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების დაარსების 10 და თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს.

სიმპოზიუმის მიზანი თურქეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება, ქართველოლოგიური მიმართულების გაძლიერება და ქართული ენის აკადემიურ დონეზე სწავლების ხელშეწყობა იყო.

სიმპოზიუმის ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ ქართულ-თურქული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარების ისტორიის ამსახველ, განსაკუთრებით ლიტერატურული თარგმანების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო ინიციატივებს. სწორედ ამ კონტექსტში წარდგა საზოგადოების წინაშე პოეტი ცირა ბარბაქაძე მისი პოეზიის თურქულად მთარგმნელ ჰასან ჩელიქთან ერთად, რომელიც სპეციალურად ამ სიმპოზიუმისთვის ჩამოვიდა ანკარიდან.  მათ თურქულ-ქართულად წაიკითხეს ლექსები.

ინტერესი გამოიწვია აგრეთვე პროფ. ცირა ბარბაქაძის მიერ წარდგენილმა მოხსენებამ უნივერსალური მეტაფორების სემიოტიკაზე.

გაჩნდა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის და ახალი ერთობლივი პროექტების შექმნის იდეაც.

 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა