სიახლეები და ღონისძიებები

საერთაშორისო ვიზიტები GAU-ში!

საერთაშორისო ვიზიტები GAU-ში!

სამშაბათი, 21 ნოემბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ERASSMUS + KA171 STT და STA-ს ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს, საქარიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (Sakarya University) პროფესორები: ენგინ ჯანი, ჰაქან ადიგუზელი და მეჰმეთ ალპერ ჩანთიმერი ესტუმრნენ. 

ისტორიკოსმა, მეჰმეთ ალპერ ჩანთიმერმა, GAUელებისთვის, წაიკითხა ლექციები შემდეგ თემებზე:

  • ,,თურქეთის სახე ქართულ ისტორიოგრაფიაში" 
  • ,,თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები და საერთო მემკვიდრეობა".

პროფესორებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში  პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,  თამარა მეჭურჭლიშვილმა და ფაკულტეტების წარმომადგენლებმა უმასპინძლა.

შეხვედრის მიზანი ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო პერსპექტივების დასახვა და პარტნიორობის გაფართოება იყო.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა