ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ვიზიტი თურქეთში გრძელდება!
ამჯერად, ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარა მეჭურჭლიშვილი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟული სახელმწიფო უნივერსიტეტის Marmara Üniversitesi-ის საერთაშორისო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
მარმარას უნივერსიტეტთან მევლანას პროგრამის ფარგლებს მიღმაც დაისახა თანამშრომლობის გეგმა, მათ შორის Erasmus+ -ის ფარგლებში, რაც ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ გუნდს კიდევ უფრო მრავალფეროვანი საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
მარმარას უნივერსიტეტი GAU-ს ვიზიტის შესახებ - https://international.marmara.edu.tr/events/visits/visit-by-georgian-american-university