ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GAU-სა და GVCA-ს შორის
ხუთშაბათი, 12 დეკემბერი, 2019
12 დეკემბერს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა (GAU) და საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციას (GVCA) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა და საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის დამფუძნებელმა აიეტ კუკავამ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გულისხმობს:
- სტუდენტების და კურსდამთავრებულების ჩართულობის ხელშეწყობა ასოციაციის პროექტებში;
- სტუდენტების მონაწილეობას ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ვოქშოფებში, ტრენინგებში, ფორუმებში როგორც დასწრების, ასევე სტაჟირების მიმართულებით;
- უნივერსიტეტში არსებული სტარტაპების ჩართვას ასოციაციის საგრანტო პროექტებში.