ცხადდება ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!
ორშაბათი, 10 ივნისი, 2024
შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს 10 ივნისიდან ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
- CV;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
- უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამით გათვლისწინებული ან/და წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, ელექტრონული ვერსია;
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ;
- პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
რეკომენდებულია აპლიკანტის მიერ დამატებით შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია;
- დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- კონკურსანტებმა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე vacancy@gau.edu.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითონ მიმართულება და პოზიცია.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2024 წლის 10 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით.
კონკურსი ტარდება ერთ ან ორ ეტაპად. კონკურსის პირველი ეტაპი მიმდინარეობს საბუთების შერჩევის სახით. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით ინიშნება კონკურსის მეორე ეტაპი.
კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ მონაწილესთან შეიძლება დაინიშნოს გასაუბრება ან/და მოეთხოვოს საჩვენებელი ლექციის ჩატარება დისტანციურად, შესაბამისი პროგრამა მეშვეობით, საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კომპონენტის ენის შესაბამისად.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის შრომის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.
კონკურსი ჩატარდება 24 ივლისს, ხოლო საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 26 ივლისს.
იხილეთ აკადემიური პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
იხილეთ საკონკურსო ადგილები:
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული
|
მიმართულება, დარგი/სპეციალობა
|
საკონსკურსო თანამდებობა
|
სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა |
კერძო სამართალი
|
ორი პროფესორი
|
საჯარო სამართალი
|
ორი ასისტენტი
|
|
ერთი ასოცირებული პროფესორი
|
||
ერთი პროფესორი
|
||
სისხლის სამართალი
|
ერთი პროფესორი
|
|
სოციალური მეცნიერებები (საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია)
|
ოთხი ასოცირებული პროფესორი
|
|
ორი პროფესორი
|
||
საერთაშორისო ურთიერთობები (ეკონომიკა)
|
ერთი ასოცირებული პროფესორი
|
|
ფილოსოფია
|
ერთი პროფესორი
|
|
ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ლიბერალური განათლების სკოლა |
ინგლისური ფილოლოგია
|
ექვსი ასოცირებული პროფესორი
|
ერთი პროფესორი
|
||
ისტორია
|
ორი პროფესორი
|
|
მედიაპროდუქცია და ვიზუალური მეთოდები დიზაინში
|
სამი ასოცირებული პროფესორი
|
|
ფილოსოფია
|
ერთი პროფესორი
|
|
ქართული ფილოლოგია
|
სამი პროფესორი
|