ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს, ვროცლავის ბიზნეს უნივერსიტეტის (Wroclaw Business University of Applied Sciences) საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ანნა პილარეკი და მარკეტინგის სპეციალისტი მარიოშ ლაზაროვიჩი ესტუმრნენ.
სპეციალისტებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა, კვლევის განვითარებისა და ხელშეწყობის სამსახურის უფროსმა ანა ჩორგოლაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისმა უმასპინძლა.
შეხვედრის მიზანი ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო პერსპექტივების დასახვა და ერასმუს ფარგლებში პარტნიორობის გაფართოება იყო.