
აბიტურიენტების მორიგი სტუმრობა GAU-ში!
ღია კარის დღის ფარგლებში ვუმასპინძლეთ აბიტურიენტებს და განვიხილეთ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები, ისეთები, როგორებიცაა: საბაკალავრო პროგრამები, გრანტები, გაცვლითი პროგრამები, დასაქმება და სტუდენტური ცხოვრება. გარდა ამისა, აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო ფაკულტეტის დეკანებსა და პროგრამის ხელმძღვანელებს შეხვედროდნენ და დაესვათ მათთვის შეკითხვები.