სიახლეები და ღონისძიებები

სარეზიდენტო პროგრამა ფსიქიატრიაში

სარეზიდენტო პროგრამა ფსიქიატრიაში

ორშაბათი, 17 ნოემბერი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და  გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი“- აცხადებს მიღებას რეზიდენტურის დიპლომის შემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე – „ფსიქიატრია“.

განსაზღვრული ადგილების რაოდენობა - 3

სარეზიდენტო პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტებისათვის, მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის, რომელთაც  ჩააბარეს დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა. 

რეზიდენტურაში ჩარიცხვა ხორციელდება ყოველწლიურად სარეზიდენტო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. პროგრამის წარმატებით დაძლევის წინაპირობას წარმოადგენს დიპლომამდელი სამედიცინო განათლების ეტაპზე მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები.

მედიცინის სხვადასხვა სპეციალობაში დიპლომის შემდგომი პროფესიული მზადების სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მზადების ხელშეწყობა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება.

რეზიდენტობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ;
  • პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ასლი;
  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებლი დოკუმენტი – დიპლომი (დიპლომის ასლი);
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • ორი ფოტოსურათი (ზომა – 3×4);
  • ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან ცნობა (მოწმობა ძალაშია გაცემიდან 3 წლის მანძილზე).

მიღება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • განაცხადების განხილვა;
  • ინგლისური ენის გამოცდა (მინიმალური მოთხოვნა B2 დონე)
  • ზეპირი გასაუბრება (მოთხოვნა ფსიქიატრიის ცოდნა უნივერსიტეტში სწავლების დროს პროგრამით გათვალისწინებული მასალა და ზოგადი გასაუბრება)
  • გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა

თარიღები:

  • საბუთების მიღება: 18-28 ნოემბერი
  • გამოცდა და გასაუბრება ინგლისურ ენაში: 1-14 დეკემბერი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი“-ს სარეზიდენტო პროგრამა აკრედიტებულია ეროვნული აკრედიტაციის კომისიის მიერ.

საბუთების გამოგზავნა ელექტრონულ მისამართზე: residency@gau.edu.ge

სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი - გიორგი სიხარულიძე

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა