![](https://gau.edu.ge/storage/app/uploads/public/67d/9a6/02f/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
18 აპრილს, GAU-მ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
14 სკოლის საუკეთესო მე-11 და მე-12 კალასელებმა GAU-ს შენობა დაათვალიერეს და საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ. მათ GAU-ში არსებული მიმართულებების, სპეციალობების, გაცვლითი პროგრამებისა და სასერტიფიკატო კურსების შესახებ ინფორმაცია GAU-ს დეკანებისა და სტუდენტებისაგან მიიღეს.
აბიტურიენტებს საკუთარი გამოცდილება GAU-ს კურსდამთავრებულებმაც გაუზიარეს. GAUელებმა მათ მისცეს რჩევები, თუ როგორ უნდა დაგეგმონ გზა წარმატებული კარიერისაკენ და რა უპირატესობები აქვს უმაღლესი განათლების GAU-ში მიღებას.
შეხვედრის ბოლოს კი ლოტოტრონის პრინციპით გათამაშდა 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომლის მფლობელიც გახდა მარიამ გაბადაძე.