სიახლეები და ღონისძიებები

სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტური კლუბების პრეზენტაცია

სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტური კლუბების პრეზენტაცია

ოთხშაბათი, 19 მაისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

19 მაისს (2021) გაიმართა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტური კლუბების პრეზენტაცია. 

ჩვენი სტუდენტებმა და კლუბების ხელმძღვანელებმა გიორგი დანელიამ, ირაკლი ქავთარაძემ, ლევან კოპალეიშვილმა ანი კობიაშვილმა და კონსტანტინე ანთელავამ სტუდენტებს დეტალურად გააცნეს კლუბების შინაარსი, მიზანი და სამომავლო გეგმები.

სტუდენტებს სიტყვით მიმართა სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორმა, ბაქარ ბერეკაშვილმა და მათ ჩართულობისკენ და კლუბში გაწევრიანებისკენ მოუწოდა.

სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლაში ფუნქციონირებს ორი კლუბი: დებატების კლუბი და სოციალურ მეცნიერებათა სტუდენტური საზოგადოება.

სოციალურ მეცნიერებათა სტუდენტური საზოგადოება არის საგანმანათლებლო კლუბი, სადაც სტუდენტებს, პროფესორებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად შესაძლებლობა აქვთ ისაუბრონ სოციალურ მეცნიერებებზე და მის ქვედარგებზე, , ფილოსოფიაზე, სამართალზე და კონფლიქტებზე. შეხვედრაზე დაანონსდა ბევრი საინტერესო დისკუსიისა და შეხვედრების ჩატარება.  კლუბის მენტორია სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი, ბაქარ ბერეკაშვილი.

GAUს დებატ კლუბი გამართავს დებატებს კარლ პოპერის ფორმატში, საუკეთესო ტრენერებთან და მსაჯებთან ერთად. კლუბის მენტორია, სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის ლექტორი, რაულ აგიკიანი.

გაერთიანებაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, განურჩევლად ფაკულტეტისა.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სტუდენტებს! 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა