GAU-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის და სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ეგიდით გამართული მოტო სეზონის სპონსორია!
29 აპრილს (2023), მოტო სეზონის მონაწილეებისა და მაყურებლებისთვის GAU-ს კლინიკური უნარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა , მაგდა გერანტიამ, პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ჩაატარა.
მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გარდა გადაუდებელი დახმარების მართვის თეორიული ცოდნისა, მიეღოთ პრაქტიკული ცოდნა სიმულაციური პროცესებით.