ტრენინგი GAUელებისთვის ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზებთან დაკავშირებით
ოთხშაბათი, 21 აპრილი, 2021
GAU-ს ბიბლიოთეკა მუდმივად ახლდება, რათა უწყვეტად შევძლოთ ჩვენი სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი და თანამედროვე წყაროების გაზიარება.
21 აპრილს (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტებისთვის ჩატარდა საინფორმაციო ტრენინგი ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებით. შეხვედრას უძღვებოდნენ GAU-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ნატალია ასანიშვილი და საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფომრაციო ქსელის კონსორციუმი 2.017 ლიცენზირების კოორდინატორი, მარიკა ჟორჟოლიანი.
ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ელექტრონული ბაზების და მათი გამოყენების შესახებ. ასევე, გავაცანით ახალი ელექტრონული ბაზა Heinonline, რომელიც ცოტახნისწინ შეემატა ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზების რიცხვს.
#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის