
თოჯინური ანიმაციის მასტერკლასი GAU-ს მედია ხელოვნების სტუდენტებისთვის!
ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კიდევ ერთი შემოქმედებითი ინიციატივა წარმატებით განხორციელდა — თოჯინური ანიმაციის მასტერკლასი, რომელსაც ანიმაციის პროფესიული სტუდია „ჯიბის სტუდია“ მასპინძლობდა.
მასტერკლასი ორ ნაწილად: თეორიულ და პრაქტიკულ სესიებად მიმდინარეობდა.
- თეორიულ სესიაზე, სპიკერმა სტუდენტებს გააცნო თოჯინური ანიმაციის ისტორია და ტექნიკა, გაუზიარა „ჯიბის სტუდიის“ გამოცდილება და აჩვენა საქართველოში შექმნილი თანამედროვე ანიმაციური ნამუშევრები.
- პრაქტიკულ ნაწილში კი სტუდენტებმა საკუთარი ხელით შექმნეს ანიმაციური პერსონაჟები, იმუშავეს სცენარებზე და გადაიღეს საცდელი ანიმაციები.