GAU-ში „რა? სად? როდის?“ ფინალური ეტაპი გუდნის ''Merseyside''-ის გამარჯვებით დასრულდა! (23.12.25)
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 8-მა გუნდმა მიიღო.
პირველი ეტაპი საკმაოდ დინამიკურად და მრავალფეროვნად მიმდინარეობდა — საინტერესო კითხვებით, სტრატეგიითა და გუნდური სულისკვეთებით.
ფინალურ ეტაპზე კი, გუნდების ინტელექტუალური დაპირისპირების შემდეგ, გამოვლინდა გამარჯვებული — გუნდი “Merseyside”, რომელმაც წარმატებას ერთგული გუნდის, სწრაფი აზროვნებისა და გამჭრიახობის წყალობით მიაღწია.