
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს Erasmus-ის, ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში, ბელგიის თომას მორის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი, თომ სხელეკენსი, ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი სხელეკენსი შეხვდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტს, რ. მაიკლ ქაუგილს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანს, პროფესორ რუსუდან ციციშვილსა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლებს.
ვიზიტის მთავარი მიზანი იყო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და სამუშაო პროცესების გაცნობა.