
GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, სერგო ვარდოსანიძის საჯარო ლექცია გაიმართა.
თემით: ,,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი მაჰმადიან ქართველმმართველთა დროს ქვეყნის გადარჩენაში (XVII)"
საჯარო ლექცია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თარიღს უკავშირდებოდა და მას, ისტორიის და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე უძღვებოდა. (30.05.25)