სიახლეები და ღონისძიებები

GAU-სა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის მემორანდუმის გაფორმება!

GAU-სა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის მემორანდუმის გაფორმება!

ოთხშაბათი, 28 თებერვალი, 2024

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუციის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას.

მემორანდუმის ხელმომწერნი არიან ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სამართლის,სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი - ზაზა რუხაძე და ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ძირითადი მიზნებია:

  • უზრუნველყოს კერძო და სასამართლო მედიაციის შეუფერხებელი ფუნქციონირება;
  • მედიაცია გახადოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ხშირად გამოყენებადი მექანიზმი;
  • გაზარდოს მედიაციის მიმართ ცნობადობა და აამაღლოს ნდობის ხარისხი;
  • დაიცვას მედიატორთა უფლებები და სხვა. 

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია / Mediators Association of Georgia

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა