სიახლეები და ღონისძიებები

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი GAU-ში!

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი GAU-ში!

ორშაბათი, 03 ნოემბერი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარს, ინჟინერიისა და დიზაინის სკოლის ბიოსეპარაციული ინჟინერიის კათედრის თავმჯდომარეს, დოქტორ პაულა ფრაგა გარსიას უმასპინძლა. 

დოქტორმა ფრაგა გარსიამ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური პერსონალისათვის წაიკითხა სემინარი თემაზე „ბიოსამედიცინო დაყოფაზე მატარებელი ნივთიერების და სამიზნე ნივთიერებების თვისებების გავლენა“. მონაწილეებს მიეწოდათ  ღირებული ინფორმაცია სფეროში არსებული კვლევითი განვითარების შესახებაც, რამაც დამსწრე აუდიტორიაში დიდი ინტერესი გამოიწვია და სემინარების დისკუსიის ფორმატში წარმართვას შეუწყო ხელი.

ვიზიტი ხაზს უსვამს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთგულებას ცოდნის გაზიარების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა