სოფო შუბლაძის სახელობის სასტიპენდიო კონკურსის მასტერკლასი!
ხუთშაბათი, 04 დეკემბერი, 2025
„AI სოკრატე” — სოფო შუბლაძის სახელობის კონკურსი GAU-ში დაიწყო!
წლევანდელი კონკურსი სრულიად ახალი ფორმატით ტარდება და ეს იქნება, AI-სთან ინტელექტუალური ბრძოლა თავისუფლების თემაზე.
სტუდენტები „AI სოკრატეს“ აპლიკაციაში მართავენ დიალოგს, სადაც სისტემა ზუსტად 7 ლოგიკურ კითხვას უსვამს.
პირველი შეხვედრა სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებთან მასტერკლასის ფორმატში უკვე გაიმართა.
პროფესორმა, ცირა ბარბაქაძემ სტუდენტებს ჩაუტარა მასტერკლასი თემაზე: „როგორ ვაქციოთ AI ინტელექტუალურ ოპონენტად“.
საუკეთესო „დიალოგ-ესეების“ მიხედვით შეირჩევა 10 ფინალისტი, ხოლო
გამარჯვებული მიიღებს სოფო შუბლაძის სახელობის, 5,000 ლარიან სტიპენდიას.
წარმატებები ყველას ამ საინტერესო ინტელექტუალურ გამოწვევაში!