აბიტურიენტების კვირეულის პირველი სტუმრები GAU-ს 9 მარტს ეწვივნენ. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები ბიზნესის, ასევე სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლების ლექციებს დაესწრნენ.
პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა, ლექციები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. აბიტურიენტებმა უნივერსიტეტი GAU-ს ელჩებთან ერთად დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს GAU-ს პროგრამების, გადახდის ახალი სისტემისა და GAU გრანტის შესახებ და საჯარო ლექციებზე დასწრების სურვილიც გამოთქვეს. GAU-ში ექსკურსიისას განსაკუთრებული მოწონება GAU ლაუნჯმა და კაფეტერიამ დაიმსახურა, რაც სტუდენტების განტვირთვის საუკეთესო ადგილია.
„გახდი ერთი კვირით GAU-ს სტუდენტი“ 11 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეობისთვის საკმარისია ელექტრონული რეგისტრაციის გავლა: http://goo.gl/forms/EErTBvbbWC
შემოგვიერთდით და გამოსცადეთ GAU-ს სტუდენტობა თუნდაც ერთი დღით.