სიახლეები და ღონისძიებები

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძინა

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძინა

ორშაბათი, 09 ნოემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

GAU-სა და იორდანიის ალ-ზაიტუნას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი, რომელიც ძალაში 2 ნოემბრიდან შევიდა, ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის სამეცნიერო და აკადემიურ ურთიერთობას გულისხმობს.

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობა, ერთობლივი სემინარები და კონფერენციები, ასევე სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლით პროგრამაში ჩართვა. 

მემორანდუმს ხელი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა და იორდანიის ალ-ზაიტუნას უნივერსიტეტის პრეზიდენტებმა, თურქი ი. ობაიდათმა მოაწერეს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა