GAU-ს ინფორმატიკის და ინჟინერიის სკოლისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) პარტნიორობით სამშენებლო სფეროსთვის მომზადებისა და გადამზადების სამი პროგრამა შეიქმნა.
15 მარტს კურსების პირველი ნაკადის გამოსაშვები ღონისძიება და მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ფაკულტეტის ვიცე დეკანმა, სალომე ღუდუშაურმა, საბჭოს წევრებს გააცნო მეორე ნაკადისთვის დაგეგმილი ცვლილებები, ხოლო GAU-ს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა სიტყვით მიმართა და სერტიფიკატები გადასცა პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებს.
სასერტიფიკატო კურსები შეიქმნა USAID-ის პროგრამის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" მხარდაჭერით და GAU-ს პარტნიორი ორგანიზაციის - ესპანური ბიზნეს ორგანიზაციების კონფედერაციის ჩართულობით.