სწავლასთან ერთად სტუდენტური აქტივობები კიდე უფრო შთამბეჭდავია, ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ გსმენია GAU-ს შიდა ფეხბურთის ჩემპიონატზე, მაშინ დროა არ გამოტოვო ეს შანსი და გაიარო რეგისტრაცია 16 აპრილამდე!
მონაწილეობის წესები:
- ტურნირში მონაწილეობა შეუძლია არაუმეტეს რვა (და არანაკლებ ექვსი (6) წევრით (როგორც გოგოები, ისე ბიჭები) დაკომპლექტებულ გუნდს, რომლის შემადგენლობაში შესული თითოეული მონაწილე უნდა იყოს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტი.
- გუნდი შესაძლოა დაკომპლექტებული იყოს, როგორც ერთი და იმავე სკოლის, ასევე სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისგან.
- მოთამაშეს არ შეუძლია ერთზე მეტ გუნდში მონაწილეობა.
ახლა შენი ჯერია გახდე GAU-ს ფეხბურთის ჩემპიონატი 2026-ის გამარჯვებული!
სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/yzb16
Let's GAU!