სიახლეები და ღონისძიებები

ივანე მაჭავარიანი სტუმრად GAU-ში

ივანე მაჭავარიანი სტუმრად GAU-ში

ხუთშაბათი, 21 მაისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

21 მაისს, GAU-ს საჯარო ლექციების ციკლმა ''GAU-ღე კარი გამოწვევებს'' ჯეოსელის კომერციულ დირექტორს, ივანე მაჭავარიანს, უმასპინძლა. ,,მართვა - რეალური ცხოვრებუსეული გამოცდილება'' - ამ სახელწოდების შეხვედრა ძირითადად ბიზნესის სკოლის სტუდენტებისათვის გაიმართა, თუმცა თემის აქტუალობისა და მომხსენებლის საინტერესო ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ლექციას სხვადასხვა სკოლის სტუდენტები და GAU-ს სტუმრებიც დაესწრნენ.

საუბარი შეეხო საკითხებს, რომლებსაც ვერც ერთ სახელმძღვანელოში ვერ ამოიკითხავთ. ივანე მაჭავარიანის სამსახურეობრივი გამოცდილება, პირადი თუ საერთაშორისო ბიზნეს ქეისები აუდიტორიას მსოფლიო ეკონომიკური პროცესების უკეთ გაცნობასა და გააზრებაში დაეხმარა. უმსხვილესი კომპანიების განვითარების, შეცდომებისა და მსოფლიო ბაზარზე თავის დამკიდრების გზა მომხსენებელმა კონკრეტული ფაქტებითა და საინტერესო მაგალითებით წარმოადგინა. 

ლექციის ბოლოს ტრადიციულად გაიმართა დისკუსია, რომელზეც სტუდენტებმა მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღეს პასუხი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა