GAU-მ განაახლა სკოლის მოსწავლეებისთვის ლექცია-სემინარების ჩატარება პროფესიულ ორიენტაციაზე. პროექტი, რომელშიც ჩვენ უკვე მეორე წელია მონაწილეობას ვიღებთ, ტარდება პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს მხარდაჭერით.
14 და 15 ნოემბერს (2016) ქართულ-ამერიკული უნიერსიტეტის (GAU) ელჩები და GAU-ს განვითარების სამსახურის უფროსი 123-ე და 128-ე საჯარო სკოლებს ეწვივნენ. შეხვედრებმა წარმატებით ჩაირა. გაიმართა დისკუსია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პროფესიის არჩევა და მასთან დაკავშირებული სირთულეები. GAU-ს სტუდენტურმა ელჩებმა XI და XII კლასის მოსწავლეებს GAUზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან კრიტერიუმებზე, რომელიც მოსწავლეებმა სამომავლოდ უნდა გაითვალისწინონ პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევის დროს.