სიახლეები და ღონისძიებები

GAU ომბუდსმენის ორ-დღიანი გაცნობითი შეხვედრები სტუდენტებთან და უნივერსიტეტის თანამშრომლებთან

GAU ომბუდსმენის ორ-დღიანი გაცნობითი შეხვედრები სტუდენტებთან და უნივერსიტეტის თანამშრომლებთან

ოთხშაბათი, 05 დეკემბერი, 2018

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში 2018 წლის 4-5 დეკემბერს GAU ომბუდსმენმა გამართა საინფორმაციო შეხვედრები, როგორც სტუდენტებთან, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან.

შეხვედრის ფარგლებში ომბუდსმენმა ისაუბრა თავის ფუნქციებზე, მოვალეობებსა და პროცედურაზე. გარდა იმისა, რომ მსგავსი შეხვედრები ემსახურება ოფისის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ასევე მნიშნელოვანია სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გათვითცნობიერება, თუ რა შემთხვევაში და რა ფორმით შეუძლიათ დაიცვან თავიანთი უფლებები და თავისუფლებები.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა