სიახლეები და ღონისძიებები

ღია კარის დღე GAU-ში: ,,რა არის შენი შინაარსი?"

ღია კარის დღე GAU-ში: ,,რა არის შენი შინაარსი?"

ოთხშაბათი, 01 მარტი, 2023

აჩვენე კალენდარზე

თუ ეძებ შენს შინაარსს, მაშინ როგორც ჩვენი მეგობრები იტყოდნენ რას ელოდები? არ გაჩერდე, იარე შენი გზით, თვითგამოიხატე და რაც მთავარია გაუმრავალფეროვანდი აქ და ახლა.

გელოდებით GAU-ს ღია კარის დღეზე, რათა გაგაცნოთ GAU-ს შინაარსი და დავსვათ კითხვები, რომლებიც შენი შინაარსის ძიების გზაზე ახალ კარს გაგიხსნის.

თუ მზად ხარ გახდე მრავალფეროვნების ნაწილი და მიიღო ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:

  •  GAU-ს საბაკალავრო პროგრამები
  • პროგრამების ახალი საფასური და საგრანტო სისტემა
  •  გაცვლითი პროგრამები
  •  სტუდენტური ცხოვრება

მაშინ, მოდი 10 მარტს, 16:00 საათზე GAU-ს ღია კარის დღეზე და გაუმრავალფეროვანდი.

ჩვენი კამპუსი მდებარეობს თბილისში, მერაბ ალექსიძის #10-ში.

შეხვდი შენთვის საინტერესო მიმართულების დეკანს და მიიღე სრულყოფილი ინფორმაცია სასწავლო პროგრამებსა და სწავლის პროცესზე!

გაიგე მეტი არჩეული პროფესიისა და სასურველი საქმიანობის შესახებ.

იმისათვის რომ, დაესწროთ ღია კარის დღეს, გაიარეთ რეგისტრაცია: https://bit.ly/35oBzrQ

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა