GAU PR სკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ონლაინ კურსი დასრულდა
ოთხშაბათი, 22 დეკემბერი, 2021
GAU PR სკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების 3 თვიანი ონლაინ კურსი 22 დეკემბერს დასრულდა. კურსის ბოლოს მსმენელებმა წარადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა PR აქტივობაზე, რომელსაც კურსის დამფუძნებლები, ლექტორები და მენტორები ესწრებოდნენ. მსმენელებს დაეგზავნათ დიპლომები, ატესტატები და სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო გამორჩეულ მსმენელებს PR სკოლის დამფუძნებლების პერსონალური რეკომენდაციებიც გადაეცათ. ვულოცავთ თითოეულ კურსდამთავრებულს და მათ კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ!