სიახლეები და ღონისძიებები

GAU-მ „პრივატ ამბულანსს“ ტრავმირებულთა პრეჰოსპიტალური გადაუდებელი დახმარების სახელმძღვანელოები გადასცა

GAU-მ „პრივატ ამბულანსს“ ტრავმირებულთა პრეჰოსპიტალური გადაუდებელი დახმარების სახელმძღვანელოები გადასცა

ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ 2026 წლის 17 ივლისს სამედიცინო კომპანია „პრივატ ამბულანსს“ სახელმძღვანელოს „ტრავმირებულთა პრეჰოსპიტალური გადაუდებელი დახმარება“ („PHTLS: Prehospital Trauma Life Support“) ქართულენოვანი ეგზემპლარები გადასცა.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის ორგანიზებით, სამედიცინო კომპანია „პრივატ ამბულანსს“ („PHTLS: Prehospital Trauma Life Support“) ქართულენოვანი გამოცემები გადაეცა.

წიგნის მე-9 გამოცემა ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა თარგმნა. პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელო როგორც სასწრაფო დახმარების სპეციალისტებისთვის, ისე ჯანდაცვის ნებისმიერი მიმართულების წარმომადგენლისთვის. PHTLS-ის ქართულენოვანი გამოცემა მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართველ მედიკოსებსა და სტუდენტებს, შეისწავლონ, როგორ აღმოუჩინონ პაციენტებს ეფექტიანი გადაუდებელი დახმარება ჰოსპიტალამდელ ეტაპზე“, – განაცხადა ღონისძიებაზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანმა კარლო მათითაიშვილმა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა