სიახლეები და ღონისძიებები

პირველკურსელთა რეგისტრაცია GAU-ში

პირველკურსელთა რეგისტრაცია GAU-ში

ორშაბათი, 07 სექტემბერი, 2020

აჩვენე კალენდარზე

ახალ GAUელებს კიდევ ერთხელ ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და GAU-ში მოხვედრას!

17 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება პირველკურსელი სტუდენტების რეგისტრაცია ყველა ფაკულტეტისთვის, გარდა მედიცინის და ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლისა!

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის რეგისტრაცია გაიმართება 17 სექტემბერს, 16:00 საათზე!

მედიცინის სკოლის სტუდენტების რეგისტრაცია გაიმართება 18 სექტემბერს, 14:00 საათზე!

გადმოგეცემათ დოკუმენტების პაკეტი:

  • განაცხადის ფორმა
  • ხელშეკრულება (2 ეგზემპლარი)

რეგისტრაციისთვის საჭიროა:

  • სკოლის ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • დაბადების მოწმობის ასლი (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის და/ძმა სწავლობს GAU-ში);
  • 2 ფოტო სურათი 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე ჩაწერილი);
  • სამხედო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის).

ფაკულტეტის დეკანის მისალმების შემდეგ ადგილზე გაივლით რეგისტრაციას.

  • ბიზნესის სკოლა - აუდიტორია #204
  • სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა - აუდიტორია #105
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა (ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, ისტორია) - აუდიტორია #200
  • ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა - აუდიტორია #200
  • მედიცინის სკოლა - აუდიტორია #200 

    შენობაში შემოსასვლელად აუცილებლად თან უნდა გქონდეთ პირბადე! 

გისურვებთ წარმატებას!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა