სიახლეები და ღონისძიებები

მოსწავლეების სტაჟირება GAU-ში

მოსწავლეების სტაჟირება GAU-ში

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2019

აჩვენე კალენდარზე

GAU-ს მეგობარი სკოლების კლუბის ფარგლებში, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს, დაიწყო მოსწავლეთა სტაჟირების პროგრამა.

პროექტში მონაწილეობას იღებენ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების 12 მოსწავლე, რომლებიც სტაჟირების პროექტში ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხვდნენ. მოსწავლეთა სტაჟირების პგორამაზე მონაწილეთა შერჩევა 2018 წლის იანვარში დაიწყო.

7 მარტს (2019) სტაჟიორებსა და GAU-ს ელჩებს ჩაუტარდათ ერთობლივი ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა GAU-ს და „პარტნიორები საქართველოს“ ტრენერი.

სტაჟირების პირველი შეხვედრა პოზიტიური ემოციებითა და საჭირო ინფორმაციის  გაცვლით გამოირჩეოდა.

ჩვენ ვულოცავთ მოსწავლეებს პროექტში მოხვედრას და წარმატებულ სტაჟირებას ვუსურვებთ მათ.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა