ხარ აბიტურიენტი და გაქვს საინტერესო ბიზნეს იდეები? გაინტერესებს ბიზნესის ადმინისტრირება და მეწარმეობა? - მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!
GAUსტარტაპე GAU-ს ბიზნესის სკოლის პროექტია მოტივირებული და შემოქმედებითი მოსწავლეებისთვის. კონკურსი დაგეხმარება საკუთარი იდეების დახვეწასა და პროდუქტის შექმნისთვის საჭირო სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში. ამავდროულად აღნიშნული გამოცდილება GAU-ში საუნივერსიტეტო ცხოვრების ნაყოფიერი დასაწყისი იქნება.
შერჩეულ მონაწილეებს პირველ რიგში ჩაუტარდებათ 5 მასტერკლასი, სადაც ისინი გაეცნობიან ისეთ თემებს, როგორიცაა: მეწარმეობა, ფინანსები, ლიდერშიფი, ბრენდინგი და მარკეტინგი. ლექციებს გაუძღვებიან GAU-ს ბიზნესის სკოლის ლექტორები და კანტის აკადემიის სპიკერები. ტექნოლოგიური სტარტაპიდეების მხარდასაჭერად კი, პროექტში ასევე ჩაერთვებიან ჯეოლაბის ტრენერები! ლექციები ჩატარდება ონლაინ, ზუმის პლათფორმის მეშვეობით.
როგორ უნდა გახდე GAU-სტარტაპეს მონაწილე:
- კონკურსი გუნდურია. აუცილებელია კონკურსში მონაწილე გუნდი შედგებოდეს ორიდან ოთხ ადამიანამდე.
- გუნდურად დარეგისტრირებული მონაწილეები უნდა იყვნენ ერთი და იგივე სასწავლო დაწესებულების მოსწავლეები
- იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო პროექტში, უნდა იყო საქართველოს ნებისმიერი სახელმწიფო, თუ კერძო საშუალო სკოლის მოსწავლე/აბიტურიენტი;
- უნდა შეავსო სარეგისტრაციო ფორმა და დაურთო 2 წუთამდე ვიდეო, სადაც მოგვიყვებით თქვენი ბიზნეს იდეის შესახებ. აპლიკაციის შესავსებად და ვიდეოს ასატვირთად ისარგებლე შემდეგი ბმულით: https://forms.gle/vGvCjNsKoDNxxcNV7 რეგისტრაცია გრძელდება 22 ნოემბრის ჩათვლით;
- ერთი სკოლიდან შესაძლებელია რამდენიმე გუნდის დარეგისტრირება;
- თქვენი იდეა შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ თემას: ინოვაციური ტექნიკის გამოგონება, ახალი სერვისის შემუშავება თუ სხვა. გაქვთ სრული თავისუფლება, არ შეიზღუდოთ თავი და თამამად გადაეშვით კრეატიულობის უსაზღვრო მორევში!
ეტაპები:
- შემოსულ საინტერესო იდეებს შორის შევარჩევთ 10 საუკეთესოს - შევსებული აპლიკაციისა და ვიდეო ჩანაწერის მიხედვით
- მონაწილეები დაესწრებიან მასტერკლასებს და მათი მიმდინარეობის პროცესში განავითარებენ თავიანთ ბიზნეს-იდეებს, რათა წარადგინონ სპეციალური ჟიურის წინაშე, დასკვნით ეტაპზე
- ფინალში მონაწილეები გააშუქებენ როგორც თავიანთ პირველად ვიდეო ჩანაწერებს, ისე საბოლოო პრეზენტაციას, რომელშიც შეტანილი იქნება ცვლილებები. ის კონკურსანტი/გუნდი, რომელსაც ექნება საუკეთესო ბიზნეს იდეა და გვაჩვენებს განვითარების პროცესს, გახდება მოწვეული ჟიურის რჩეული და კონკურსის გამარჯვებული.
კონკურსის საპრიზო ფონდი:
პირველი ადგილი:
2000 ლარიანი ფულადი პრიზი, რომელიც გაიცემა GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;
700 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;
მეორე ადგილი:
1500 ლარიანი ფულადი პრიზი,, რომელიც გაიცემა GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;
მესამე ადგილი:
- 1000 ლარიანი ფულადი პრიზი, რომელიც გაიცემა GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;
GAU-ს პარტნიორი კომპანია, კანტის აკადემია, გამოავლენს „კანტის რჩეულ გუნდს “, რომელსაც სრულად დაუფინანსებს კანტის აკადემიის ერთ-ერთ პროგრამას 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში.
GAU-ს პარტნიორი კომპანია, ჯეოლაბი, გამოავლენს „ჯეოლაბის რჩეულ გუნდს “, რომელსაც სრულიად დაუფინანსებს მათი იდეისთვის საჭირო კურსს ჯეოლაბის კურსებიდან.
*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფულადი პრიზები, რომელსაც პირველ სამ ადგილზე გასული კონკურსანტები მოიპოვებენ არის გუნდური პრიზი და არა ინდივიდუალური. რაც გულისხმობს იმას, რომ მოგებული თანხა გაიყოფა გუნდის წევრთა რაოდენობაზე - თითოეული მათგანი მიიღებს შესაბამის ნაწილს. თანხის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ GAU-ს სტუდენტის სტატუსის მინიჭების შემდეგ. ყველა ზემოთხსენებული ფულადი პრიზი გაიცემა ერთჯერადად. მაგ.: თუ პირველ ადგილზე გასული გუნდი შედგება 4 წევრისგან, თითოეული გუნდის წევრი მიიღებს 500 ლარიან ფულად პრიზს გაუში ჩაბარებისთანავე.
ხოლო, რაც შეეხება გაუს სასწავლო ვაუჩერს ის არის ინდივიდუალური პრიზი, რომელიც გადაეცემა პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს ერთჯერადად - 700 ლარის ოდენობით.
პროექტის მიმდინარეობის გრაფიკი
პროექტის ეტაპები |
თარიღი |
განაცხადების მიღება |
5-22 ნოემბერი |
შერჩეული აპლიკანტების პირველადი გადარჩევა |
23-25 ნოემბერი |
საბოლოო მონაწილეების შერჩევა |
26-28 ნოემბერი |
სატრენინგო სესიები |
29-11 დეკემბერი |
კონკურსი და გამარჯვებულის გამოვლენა |
17-19 დეკემბერი |
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით - 514004774 ცისია, 598861680 ანი.