GAU summer school-ის მონაწილეები თბილისში 9 ივლისს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
21-მა მოზარდმა გუდაურში 10 დღე ინტელექტუალურ და სპორტულ თამაშებში, გამაჯანსაღებელ აქტივობებსა და ულამაზეს გარემოში გაატარა. ახალ მეგობრებთან ერთად 7-დან 15 წლამდე ბავშვებმა უამრავი ახალი უნარ-ჩვევა და ცოდნა შეიძინეს. საგანმანთლებლო პროცესს უცხოელი მასწავლებელი უძღვებოდა.
ბავშვების უმრავლესობამ GAU-ს საზაფხულო ბანაკში პირველი დამოუკიდებელი დღეები გაატარა. ზოგიერთი მათგანი პირველად გაემართა ლაშქრობაში, რომელიც „კუდებზე'' შედგა, პირველად გაატარა ღამე კარავში და ექსტრემალური შთაბეჭდილებები მიიღო.
ბოლო დღეს მათ შოკოლადის მირთმევის უფლებაც კი მოიპოვეს :) და საზაფხულო ბანაკის დაუვიწყარი დღეები საზეიმოდ, ფეიერვერკით, დაასრულეს.
GAU-ს საზაფხულო სკოლის შემდეგი ნაკადი გუდაურში 31 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაემგზავრება.