სტარტაპერის პროექტისთვის სტუდენტების შერჩევა დაიწყო!
ჩვენს უცვლელ მეგობართან და პარტნიორთან, TBC-თან ერთად კვლავ ვიწყებთ სტარტაპერისთვის სტუდენტების შერჩევის პროცესს.
თუ გაქვს სტარტპ იდეა, მომავალში გეგმავ რომ საკუთარი ბიზნესი გქონდეს, გსურს ამ იდეის განვითარება, განხორციელება, წარმატებული სტარტაპერების, მარკეტერებისა და ქოუჩების გაცნობა, მათგან საინტერესო და საჭირო რჩევებისა და რეკომენდაციების მიღება - მაშინ ახლავე უნდა დარეგისტრირდე, რადგან ეს პროექტი შენთვისაა!
პროექტში მონაწილეობა შეუძლია GAU-ს ნებისმიერ სტუდენტს, ნებისმიერი ფაკულტეტიდან.
მონაწილეებს პირველ რიგში, ჩაუტარდებათ მასტერკლასები, სადაც გაეცნობიან ისეთ თემებს როგორიცაა: მეწარმეობა, ფინანსები, ბრენდინგი, მარკეტინგი, ფიჩინგი. ლექციებს გაუძღვებიან წარმატებული სტარტაპერები, თიბისი ბანკის გამოცდილი თანამშრომლები, ბიზნეს წარმომადგენლები და ქოუჩები.
როგორ უნდა გახდე სტარტაპერის მონაწილე:
- იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო პროექტში, უნდა იყო GAU-ს სტუდენტი, ნებისმიერი ფაკულტეტიდან, ნებისმიერი კურსიდან.
- უნდა შეავსო სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/2Qzz6CU / რეგისტრაცია გრძელდება 11 მაისის ჩათვლით.
- კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია გუნდურად. გუნდის წევრების მინიმალური რაოდენობაა 2, ხოლო მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 5-ს.
- გუნდი შეიძლება შედგებოდეს სხვადასხვა ფაკულტეტის/კურსის სტუდენტებისგან;
ეტაპები:
- გუნდის დარეგისტრირება;
- მასტერკლასები, რომელიც კონკურსის მონაწილეებს დაეხმარება ბიზნეს იდეის განვითარებაში;
- ფინალური პრეზენტაცია სპეციალური ჟიურის წინაშე.
პრიზი:
გამარჯვებული გუნდი მიიღებს სპეციალურ პრიზს! გამარჯვებული გუნდის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ 6 თვიანი სტაჟირება გაიარონ თიბისიში, მათთვის საინტერესო მიმართულებით.
პროექტის მიზანია სტარტაპერების განვითარების ხელშეწყობა, სტუდენტებისთვის მოტივაციის ამაღლება და მათი ხელშეწყობა.
დარეგისტრირდი სტარტაპერზე, მიიღე გამოცდილება, რეკომენდაციები, შეიძინე ახალი კონტაქტები და გამარჯვების შემთხვევაში 6 თვით გახდი თიბისის გუნდის წევრი!
გისურვებთ წარმატებას!