სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის წარმატება!

GAU-ს Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის წარმატება!

ოთხშაბათი, 09 ივნისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

Დიდი სიამაყითა და სიხარულით გიზიარებთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის Google Developer Student Club - GAU -ს წარმატებას! 

1 წლის განმავლობაში კლუბის ორგანიზებით ჩატარდა 35+ ძალიან საინტერესო და პროდუქტიული სესია, პროგრამირების 2 ბანაკი, რომელმაც 455 მონაწილე გააერთიანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Სესიებზე კლუბმა უმასპინძლა ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს, როგორებიცაა: Google, Microsoft 365 , LinkedIn, Clientela Inc, GenesisAI , Optio.Ai, Pulsar AI Inc. , MaxinAI, Meama - მეამა , საქართველოს ბანკი • Bank of Georgia, TBC - თიბისი.

GAU-ს გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბი Google-ის გლობალური კონკურსის Hash Code-ის ერთადერთი ჰაბი იყო საქართველოში, ასევე ჩვენი კლუბი ერთადერთი იყო ევროპის მასშტაბით, რომელსაც მიეცა შესაძლებლობა Google-ის დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსულიყო.

Ეს ყველაფერი ჩვენ სტუდენტების, კლუბის ხელმძღვანელის მარიამ ზენაიშვილის და კლუბის გუნდის წევრების: ნინო წიკლაურის, ავთო კერესელიძისა და ილიკო უმფრიანის, მონდომებისა და ძალისხმევის შედეგია.

დიდი მადლობა ჩვენს სტუდენტებს საინტერესო პროექტებისთვის! 

#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა