![](https://gau.edu.ge/storage/app/uploads/public/8fc/bc9/a36/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
28 დეკემბერს, ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია ჯეოლაბის სტუდენტების ფინალური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ნამუშევრები წარადგინეს გრაფიკული დიზაინის და ვებპროგრამირების მიმართულებებით კურსდამთავრებულებმა. 2 თვიანი კურსის შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემუშავათ ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროექტებზე. პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ, სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
კურსდამთავრებულებს წარმატებას და მიღებული ცოდნით კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ.