სიახლეები და ღონისძიებები

ახალგაზრდული ბანაკი ჩინეთში, სიას უნივერსიტეტში

ახალგაზრდული ბანაკი ჩინეთში, სიას უნივერსიტეტში

პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამაზე, სიას უნივერსიტეტშიჩინეთში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კანდიდატს დაუფინანსდება სიას უნივერსიტეტის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობა.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან ჩინური ენის B2 დონეზე ცოდნა

მიმღები უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

  • უფასო საცხოვრებელს ერთი კვირის განმავლობაში
  • უფასო ტრანსფერებს აეროპორტი-უნივერსიტეტი-აეროპორტი
  • შიდა გადაადგილებას
  • შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა აანაზღაურონ ფრენისა და კვების ხარჯები
  • სურვილის შემთხვევაში მოეწყობა კულტურული მოგზაურობებირომლებიც იქნებათვითდაფინანსებადი

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი ან შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი უნივერსიტეტისგან
  • დეკანის რეკომენდაცია (სოციალური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლის სტუდენტებისთვის)

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება/კანდიდატურის შერჩევა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)

მობილობის პერიოდი: 26-31 ოქტომბერი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 28 სექტემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთმეილის სათაურად მიუთითოთ: Sias University, youth Camp

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა